შენოლ გიუნეში - გოლის გაშვების შემდეგ თამაშზე კონტროლი სრულიად დავკარგეთ #1TVSPORT
შენოლ გიუნეში - გოლის გაშვების შემდეგ თამაშზე კონტროლი სრულიად დავკარგეთ #1TVSPORT

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა ევრო 2020-ის პირველი შეხვედრა შეაფასა, სადაც მისი გუნდი რობერტო მანჩინის იტალიასთან 0:3 დამარცხდა.

„იტალიის ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, თუმცა უკეთეს შედეგს ველოდით. მატჩში მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც ეს წარმოგვედგინა. ჩვენი მეტოქე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ხშირად ვკარგავდით ბურთს, რაც იტალიელებს დიდ უპირატესობას აძლევდა. გოლის გაშვების შემდეგ თამაშზე კონტროლი სრულიად დავკარგეთ. ტექნიკურად ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხვდით. რა თქმა უნდა, ანგარიშით კმაყოფილი არ ვარ, უკეთეს ფეხბურთსაც ველოდი. იტალია აკონტროლებდა ბურთსაც და თამაშსაც. მათ ფიზიკურად გვაჯობეს.“, – განაცხადა გიუნეშმა.

თურქი სპეციალისტი იმედიანადაა განწყობილი.

„მიუხედავად იმისა, ვიგებთ თუ ვმარცხდებით, წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. წავაგეთ მასპინძელ ნაკრებთან. წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის უელსსა და შვეიცარიასთან. ახლა ამ მატჩებისთვის გავაგრძელებთ მზადებას.“

თურქეთი შემდეგ მატჩს 16 ივნისს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.