შენგლიას 18 ქულა „ცრვენა ზვეზდასთან“ მოგებულ მატჩში (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე ტურის მატჩები გაიმართა. მე-10 გამარჯვება მოიპოვა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი საკუთარ არენაზე „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 71-56 დაამარცხა.

ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 29:31 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 18 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი ქულა სწორედ ქართველ ფორვარდს დაუგროვდა და შედეგად თორნიკე მატჩის MVP-ი გახდა.

„ბასკონიას“ 27-ე ტურში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება. ვიტორიელებს პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი ისევ აქვთ. „ბასკონიას” დარჩენილ 4 ტურში „ბაიერნთან“, „ალბასთან“, „მაკაბისთან“ და „ეფესთან“ დაპირისპირება მოუწევს.

დატოვე კომენტარი