შენგელიასა და შერმადინის გუნდები ერთმანეთს პლეი ოფში შეხვდებიან

01:13, 25.05.2018

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რეგულარული სეზონი დასრულდა და პლეი ოფის ბადე დაკომპლექტდა. ბოლო ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად თამაშობდა “ობრადოიროს” წინააღმდეგ და 83:77 მოიგო. შენგელიამ 16 წუთი და 15 წამი ითამაშა, 5 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა.
გიორგი შერმადინის “უნიკახამ” სტუმრად 78:85 წააგო “ხუვენტუტთან“. შერმადინის ანგარიშზე 9 წუთსა და 49 წამში 2 ქულა და 4 მოხსნა იყო.

ბასკონიამ” მეორე ადგილი დაიკავა რეგულარულში, “უნიკახამ” – მეშვიდე. შესაბამისად, შენგელიასა და შერმადინის გუნდები პლეი ოფის პირველ რაუნდში შეხვდებიან ერთმანეთს.

სხვა წყვილები ასე გამოიყურება:

რეალი-ტენერიფე
ვალენსია-გრან კანარია
ბარსელონა-ანდორა.

მსგავსი