შენგელიას წარმატებული სტარტი - ქართველმა სპარინგში გაიტანა
შენგელიას წარმატებული სტარტი - ქართველმა სპარინგში გაიტანა

ლევან შენგელიამ 2020 წელი წარმატებულად დაიწყო. მისმა გუნდმა „კონიასპორმა“ მეორე წრისთვის მზადებას 4 იანვარს შუდგა და პირველი საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა.

„კონიასპორი“ ანთალიაში თურქეთის პირველ ლიგაში გუნდს, იზმირის „ალტინორდუს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

ანგარიში ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო. მე-14 წუთზე, ლევან შენგელია საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერი დარტყმით მეტოქის მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ეს 2020 წელს ზოგადად ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი პირველი გოლი გახლდათ. საქართველოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელი 46-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ წრეში გამართული 17 ტურის შემდეგ „კონიასპორი“ 15 ქულით მე-15 ადგილზეა და ბოლო, მე-18 ადგილზე მყოფ „კაიზერსპორს“ მხოლოდ 5 ქულით ასწრებს.