შენგელიას სეზონის საუკეთესო მატჩი - 32 ქულა, 13 მოხსნა და 5 პასი „ფუენლაბრადასთან" (ვიდეო)

თორნიკე შენგელია კარიერის ერთერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს. მორიგი ბრწინვალე პერფორმანსი თოკომ ესპანეთის „ლიგა ენდესას” 21-ე ტურის შეხვედრაში შემოგვთავაზა. დიდწილად ქართველი კაპიტანის დამსახურებით კი ვიტორიულმა გუნდმა „ფუენლაბრადა” ოვერტაიმიან დაძაბულ ბრძოლაში 98-82 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 42 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 32 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 14-დან 8 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ბურთი საკუთარ ფარზე 9-ჯერ მოხსნა, ხოლო 4-ჯერ მეტოქის ფარზე ითამაშა კარგად. თოკოს მარგი ქმედების ინდექსმა 44 შეადგინა. ქართველი კალათბურთელი რა თქმა უნდა მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) გახდა და უდიდესი ალბათობით, ტურის საუკეთესოდაც აღიარებენ.

„ბასკონია” 13 მოგებითა და 8 წაგებით მე-5 ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში, 8 მარტს, გიორგი შერმმადინის „ტენერიფეს” დაუპირისპირდება.