შენგელიას პირადი რეკორდი და „ბასკონიას“ გამარჯვება „ობრადორიოსთან“ (ვიდეო)

თორნიკე შენგელია 2019-2020 წლების სეზონზე ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ბასკონია“ სტუმრად „ობრადორიოს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 79:92 სძლია.

ქართველმა ფორვარდმა „ბასკონიაში“ პირადი რეკორდი დაამყარა. თოკოს ანგარიშზე 29 ქულა იყო. შენგელიამ მოედანზე 33:46 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 29 ქულა, 7 მოხსნა, 2 გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა. თორნიკემ 14-დან 6 ორქულიანი, 2-ვე სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი მეოთხედის ბოლო წამებზე თორნიკემ კალათში საკუთარი ნახევრიდან ნასროლი ბურთი ჩააგდო და ეს შეხვედრის მთავარ „ჰაილაითად“ იქცა.