შენგელიას კარიერის რეკორდი „ბასკონიაში“ - 31 ქულა „მაკაბისთან" წაგებულ მატჩში (ვიდეო)

თორნიკე შენგელია განაგრძობს ბრწყინვალედ ასპარეზობას, როგორც ესპანეთის ჩემპიონატჩში, ასევე ევროსარბიელზე. საკალათბურთო ევროლიგის მე-8 ტურის მატჩში „ბასკონიამ“ საკუთარ არენაზე თელავივის „მაკაბი“ მიიღო და მიუხედავად შენგელიას ბრწყინვალე ასპარეზობისა, დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ბასკონიელთა ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 36:09 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 31 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. შემგელიამ 9-დან 5 ორქულიანი, 9-დან 6 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, ქართველის სარგებლიანობის ინდექსმა 32-ს მიაღწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედ ორჯერ დაასახელეს. 31 ქულა მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. 3 მოგებითა და 5 მარცხით „ბასკონია” 18-გუნდიან ევროლიგაში მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას შენგელიას გუნდი 20 ნოემბერს, ვიტორიაში, მოსკოვის „ცსკა“-სთან გამართავს.