შენგელიას და ჯენინგის „ბასკონია“ ბარსელონასთან დამარცხდა (ვიდეო)

ევროლიგაში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის „ბასკონიამ“ გუშინ, 20 დეკემბერს, მორიგი მატჩი გამართა. მისი მეტოქე „ბარსელონა“ იყო და ვიტორიელებმა მატჩი 70-77 დათმეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების წევრმა, ამერიკელმა მეტ ჯენინგმა ამ მატჩში 19 ქულა გააკეთა და აქედან ხუთი – სამქულიანებზე მოდის. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მის ანგარიშზე რვა ქულა, სამი მოხსნა, ორი პასი და ერთი ჩაჭრაა.

სატურნირო ცხრილში „ბასკონია“, ექვსი მოგებითა და რვა წაგებით, მეთერთმეტე ადგილზეა, ბარსელონა კი, შვიდ-შვიდი მოგებითა და წაგებით, მეშვიდეა.