შენგელიას ახალი ვარიანტი - ქართველ თავდამსხმელს „ბურსასპორშიც“ იწვევენ #1TVSPORT
შენგელიას ახალი ვარიანტი - ქართველ თავდამსხმელს „ბურსასპორშიც“ იწვევენ #1TVSPORT

ლევან შენგელია ჯერ უგუნდოდ არის, მაგრამ მისი მომავალი ბოლო დღეებში რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს. გამოცემა „ფოტომაკის“ ცნობით, 25 წლის თავდამსხმელს თურქეთში, „ბურსასპორში“ თამაშსაც სთავაზობენ.

„სატრანსფერო „ფანჯარა“ ჯერ კიდევ გახსნილია და რამდენიმე შენაძენის შემდეგ, „ბურსასპორი“ახალი ფეხბურთელის გადაბირებას ისევ დაჟინებით ცდილობს. გუნდს თურქეთის სუპერლიგაში დაბრუნება სურს და შეტევის ხაზის გასაძლიერებლად, ლევან შენგელიასთან მოლაპარაკება დაიწყეს. თავდამსხმელმა გასული სეზონი „კონიასპორში“ გაატარა. ის, რომ 25 წლის ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია,  „ბურსასპორის“ ინტერესს ზრდის. აღსანიშნავია, რომ მოთამაშეს თურქეთში დარჩენა სურს“, – წერს „ფოტომაკი“.

გამოცემა ქართველ თავდამსხმელს დადებითად ახასიათებს:

„ლევან შენგელია ცაციაა და თამაში შეტევის ხაზის ნებისმიერ ადგილას შეუძლია. წარმატებული ფეხბურთელის მთავარი პოზიცია მაინც მარჯვენა ფლანგია. მას ასევე შეუძლია ითამაშოს მარჯვენა ფლანგზე, 10 ნომრისა და ფორვარდის პოზიციებზე. შენგელია საქართველოს ნაკრების წევრია. მან სუპერლიგის 56 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 7 პასი გააკეთა. მოსალოდნელია, რომ „ბურსასპორი“ ლევან შენგელიას ტრანსფერის დასრულებას მალე მიაღწევს“.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული მედიის ცნობით, ლევან შენგელიას ადგილობრივ „აპოელში“ გადასვლასაც სთავაზობენ, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია თამაშობენ.