შენგელიას 20 ქულა და ბასკონიას ზედიზედ მეექვსე გამარჯვება ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში
ესპანეთის „ლიგა ენდეზას“ პირველი წრის დასკვნით ნაწილს, მაღალ დონეზე ატარებს „ბასკონია“.
თორნიკე შენგელიას გუნდმა, გუშინ „ანდორა“ სტუმრად დაამარცხა და ზედიზედ მე-6-ე გამარჯვება მოიპოვა. თავიდან უნდა აღინიშნოს, რომ ანდორელთა ქართველ ლეგიონერს, ბექა ბურჯანაძეს ტრავმის გამო, კვლავ არ უთამაშია. რაც შეეხება, სტუმართა ქართველ კაპიტანს, თორნიკე შენგელიამ, მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო და 22:26 წუთში: 20 ქულა და 7 მოხსნა გააკეთა. 21 ქულა მოიპოვა, ბასკონიელთა ფრანგმა ლეგიონერმა, როდრიგ ბობუამ. ხოლო, კიდევ ერთი ფრანგის, ვინსენ პორიეს ანგარიშზე, ორმაგი დუბლი დაფიქსირდა, 14 ქულა და 12 მოხსნა. უშალოდ თამაში, „ბასკონიას“ უპირატესობით წარიმართა, ბოლოსკენ მასპინძლებმა მდგომარეობა დაძაბეს და თამაშის გადარჩენის შანსიც მიეცათ, თუმცა ბასკურმა კლუბმა შეინარჩუნა ჰანდიკაპი და საბოლოოდ 97-94 გაიმარჯვა.
პედრო მარტინესის გუნდმა, სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა და მე-6-ე ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში, „ბასკონია“ სტუმრად, „,მურსიას“ შეხვდება