შენგელიას 15 ქულა და რვა მოხსნა „ვალენსიასთან“ წაგებულ მატჩში
შენგელიას 15 ქულა და რვა მოხსნა „ვალენსიასთან“ წაგებულ მატჩში

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-14 ტურის მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიული გუნდი სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 105:77 დამარცხდა. ბასკონიელთა ქართველი კაპიტანი გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო. მოედანზე გატარებულ 24:12 წუთში 15 ქულა, რვა მოხსნა და ერთი ჩაჭრა მიითვალა. თოკომ პარკეტი ნაადრევად, 5 ფოლის გამო დატოვა. მისმა მარგი ქმედების ინდექსმა 16 შეადგინა.

„ბასკონიას“ „ვალენსიასთან“ ერთად 14-დან ექვსი მოგება და რვა მარცხი აქვს და პლეიოფის ზონის მიღმა, მე-10 ადგილზე იმყოფება.

20 დეკემბერს „ბასკონია“ „რეალს მადრიდს“ საკუთარ არენაზე მიიღებს.