შენგელიას 15 ქულა და 9 მოხსნა „ვილერბანთან“ მოგებულ მატჩში

საკალათბურთო ევროლიგაზე 24-ე ტურის მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ვიტორიელები საკუთარ არენაზე ფრანგულ „ვილერბანს“ დაუხვდნენ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 79:65.

თორნიკე შენგელია, რა თქმა უნდა, სასტარტო ხუთეულში იყო. „ბასკონიის“ ქართველმა კაპიტანმა მოედანზე 28:18 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

„ბასკონიამ“ ევროლიგაზე მეცხრე მოგება დააგროვა და მე-14 ადგილზე გადაინაცვლა. მომდევნო ტურში ესპანელები „ჟალგირისს“ უმასპინძლებენ. თამაში ვიტორიაში 21 თებერვალს გაიმართება. ლიტვური კლუბი უშუალო კონკურენტია, მასაც 9 მოგება აქვს და მე-13 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის პლეი ოფში 8 გუნდი გადის. პლეი ოფის ზონამდე „ბასკონიას“ მხოლოდ 1 მოგება აშორებს.