შენგელიას 12 ქულა „ჟალგირისთან“ წაგებულ მატჩში (ვიდეო)

თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ საკალათბურთო ევროლიგაზე მორიგი მნიშვნელოვანი მატჩი წააგო და პლეი ოფის საგზურს კიდევ უფრო დაშორდა. ვიტორიული გუნდი საკუთარ არენაზე კაუნასის „ჟალგირისს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმი 5 ქულიანი სხვაობით მოიგო საბოლოოდ შეხვედრა დიდი ანგარიშით დათმო (60-74)

„ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა შეხვედრა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დაიწყო. მოედანზე გატარებულ 28:20 წუთში შენგელიამ 12 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. დუშკო ივანოვიჩის გუნდში თოკოზე მეტი ქულა მხოლოდ სემაი კრისტონს ჰქონდა (17 ქულა).

„ჟალგირისს“ 15 ქულითა და 7 მოხსნით ედგარას ულანოვასმა ულიდერა. ლეკავიჩუსის ანგარიშზე 13 ქულაა. ზაკ ლიდერიმ 11 ქულა მიითვალა.

„ბასკონიას“ 25 ტურის შემდეგ 9 მოგება და 16 მარცხი დაუგროვდა, რითიც ევროლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი საგრძნობლად შეიმცირა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ არენაზე „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.