შენგელიამ ვან დამი დაამარცხა - „ლევენში“ ქართველმა გაიტანა, მწვრთნელი მისგან მეტ სიხისტეს ელის #1TVSPORT
შენგელიამ ვან დამი დაამარცხა - „ლევენში“ ქართველმა გაიტანა, მწვრთნელი მისგან მეტ სიხისტეს ელის #1TVSPORT

ლევან შენგელიამ ახალ კლუბში, „ლევენში“ პირველად ითამაშა და გოლის გატანა მოახერხა – ეს „მეხელენთან“ ამხანაგური შეხვედრაში მოხდა, რომელის მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ მასპინძლებიდან ორივე გოლი ახალწვეულების ანგარიშზეა – შენგელიას გარდა, თავი ირანელმა კავეჰ რეზაიმ გამოიჩინა, ხოლო „მეხელენიდან“ – იოაჰიმ ვან დამმა.

თამაშის დაწყებიდან შვიდი წუთში ანგარიში ვან დამმა გახსნა. ამის შემდეგ „ლევენის“ დებიუტანტმა შენგელიამ ორჯერ შეუტია, მაგრამ ვერ გაიტანა, მაგრამ მესამე მცდელობა წარმატებული გამოდგა. შენგელიამ საჯარიმო შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში რეზაის ანგარიშზეა.

„შესვენებამდე ლევანი მარცხენა ფლანგზე დავაყენე. ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი და ჭკვიანი ფეხბურთელია. ის უკეთესია მარჯვენა ფლანგზე, ვიდრე – მარცხენაზე, მაგრამ ბელგიის ლიგის ათლეტურ და ზოგჯერ ხისტ თამაშთან ადაპტირება ჯერ კიდევ სჭირდება. თურქეთის ჩემპიონატი ძირითადად ტექნიკას ემყარება და არა ფიზიკურ ასპექტს. მიხარია, რომ შენგელიამ და რეზაიმ გაიტანეს. ეს ამ ბიჭებისთვის ნამდვილად სტიმულია“, – განაცხადა „ლევენის“ მწვრთნელმა მარკ ბრისმა.