შენგელიამ „რეალს“ 15 ქულა ჩაუგდო და საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ ფინეთში მიემგზავრება

23:12, 26.11.2020

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეხვედრა მადრიდის „რეალთან“ გამართა. მან ესპანელებთან 27 წუთში 15 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

თორნიკეს ცსკა-მ კი ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი მოსკოვში მინიმალური სხვაობით 74:73 დაამარცხა.

მატჩის ბომბარდირი 28 ქულით ცსკა-ს ამერიკელი გამთამაშებელი მაიკ ჯეიმსი გახდა. ამ მატჩის შემდეგ შენგელია ფინეთში გაემგზავრება და საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, რომელსაც ფინელებთან ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩი 28 ნოემბერს ელის.

მსგავსი