შენგელიამ ბელგიაში გაიტანა - „ლიოვენმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო #1TVSPORT
შენგელიამ ბელგიაში გაიტანა - „ლიოვენმა“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო #1TVSPORT

ლევან შენგელიამ ბელგიაში გოლი გაიტანა და „ლიოვენს“ გასვლაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. ბელგიის ჟუპილერ პრო ლიგის 30-ე ტურში ქართველი თავდამსხმელის გუნდი „ოოსტენდეს“ ესტუმრა. შენგელია სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს, მანამდე კი 26 წლის ქართველმა ფეხბურთელმა თავისი საქმე გააკეთა.

ლიოვენმა“ მეტოქის კარი 22-ე წუთზე აიღო, მაგრამ ვიდეორეფერიმ გოლი არ ჩათვალა. ანგარიში 34-ე წუთზე გაიხსნა – მასპინძელთა კარი შენგელიამ აიღო, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბელგიის მთავარ ლიგაში მე-3 გოლი გაიტანა. მისმა თანაგუნდელებმა „ოოსტენდს“ კიდევ ორჯერ გაუტანეს, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს და „ლიოვენმა“ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 3:1 მოიგო.

გიორგი მიქაუტაძე „შარლერუასთან“ სტუმრად წაგებულ (0:2) მატჩში „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ დამატებულ წუთებზე შეცვალეს. წინა ტურში „კორტრაიკში“ სადებიუტო თამაში ჩაატარა 19 წლის ბელგიაში გაზრდილმა ცოტნე ბენდიანიშვილმა, რომელიც „სენ-ტრუიდენთან“ წაგებულ (1:3) საშინაო მატჩის განაცხადში არ ყოფილა.

18-გუნდიან ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ ქართველების გუნდებიდან ყველაზე წინ „კორტრაიკია“ (34 ქულა), რომელიც მე-9 ადგილზეა, „ლიოვენი“ (30 ქულა) მე-12 პოზიციაზეა, ხოლო ყველაზე რთულ პოზიციაში მიქაუტაძის „სერენია“ (23 ქულა), რომელიც ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა და გავარდნის საფრთხის წინაშეა.