შენგელიამ „ბასკონიას“ „ცეესკასთან“ მოაგებინა - 22 ქულა მოქმედ ჩემპიონთან (ვიდეო)

საკალათბურთო ევროლიგაზე მე-9 ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ საკუთარ არენაზე „ცე ეს კას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა (80:70).

ვიტორიული გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, რომ მთავარი როლი გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ შეასრულა. საქართველოს ნაკრების ლიდერმა მოედანზე 32:10 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 22 ქულა, 6 მოხსნა, 1 გადაცემა და 3 ჩაჭრა დააგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას სარგებლიანობის ინდექსი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო, რომელმაც 23 შეადგინა. თორნიკე, რა თქმა უნდა მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დამსახურებულად გახდა.

4 მოგებითა და 5 მარცხით „ბასკონია“ ევროლიგაში მე-10 ადგილზეა. 22 ნოემბერს ბასკონიელები სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებენ.