შენგელია შესაძლოა ევროლიგის ათწლეულის ნაკრებში აირჩიონ
შენგელია შესაძლოა ევროლიგის ათწლეულის ნაკრებში აირჩიონ
ესპანური „ბასკონიას“ ქართველ კაპიტან თორნიკე შენგელიას „ევროლიგის“ ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრის შანსი აქვს. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი ფანებს შორის გამოკითხვას ატარებს. 50 კანდიდატს შორის ერთი ქართველი, თორნიკე შენგელიაა. შერჩევის პროცესი 17 თებერვლამდე გაგრძელდება და ხმის მიცემა დღეში ერთხელ არის შესაძლებელი.
თორნიკეს ჯერჯერობით ხმების მხოლოდ 0.92 % აქვს და ამ მაჩვენებლით ათეულში ვერ ხვდება. აქედან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების აქტიურობა აუცილებელია.
ხმის მისაცემად დარეგისტრირება შეგიძლიათ აქ.