შენგელია მოედანს „ოლიმპიაკოსთან“ გამარჯვებით დაუბრუნდა [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე სათამაშო დღის 5 შეხვედრა გაიმართა. თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდა და მიუხედავად პირველ ტაიმში მოპოვებული სოლიდური უპირატესობისა, საბოლოოდ, მატჩი მძიმე ბრძოლაში მოიგო (75:74). საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანს 3-კვირიანი უქმობის შემდეგ დაუბრუნდა.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 22 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 იყო.

17 მოგებითა და 8 მარცხით ცსკა ევროლიგაში მეორე ადგილზეა. შემდეგ მატჩს რუსული გუნდი თელ-ავივში, 2 მარტს, „მაკაბის“ წინააღმდეგ გამართავს.

დატოვე კომენტარი