შენგელია მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა - 18 ქულა და 9 მოხსნა „ბეტისთან“ მოგებულ მატჩში
შენგელია მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშე გახდა - 18 ქულა და 9 მოხსნა „ბეტისთან“ მოგებულ მატჩში

„ტენერიფეს“ მსგავსად, საკუთარი შეხვედრა მოიგო თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელმაც საკუთარ არენაზე „რეალ ბეტისი“ ანგარიშით 84:73 დაამარცხა. შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო. ქართველმა მძიმე ფორვარდმა რვიდან ექვსი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულასთან ერთად ცხრა მოხსნა (ხუთ შეტევაში), ოთხი გადაცემა და ერთი ჩაჭრა ჩაიწერა პირად აქტივში.

თორნიკემ ბურთი ოთხჯერ დაკარგა, მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი შვიდჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა და მან ერთი პუნქტით აჯობა პიერია ჰენრის, რომელმაც მატჩი 21 ქულით დაასრულა.

„ბასკონიამ“ მიმდინარე სეზონზე მეორე გამარჯვება მოიპოვა. მეექვსე ტურში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო დაპირისპირება შედგება. 27 ოქტომბერს შერმადინის „ტენერიფე“ თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“ უმასპინძლებს.