შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშეა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ლიდერი და „ბასკონიას“ კაპიტანი და წამყვანი მოთამაშე თორნიკე შენგელია ესპანეთის „ლიგა ენდესას“ თებერვბლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თებერვლის საუკეთესო კალათბურთელი ნაადრევად გარკვეული მიზეზების გამო დაასახელეს. მიმდინარე თვეში სათასო მატჩები არის ჩანიშნული, შემდეგ კი ეროვნული გუნდებისთვის გამოყოფილი პერიოდია.

„ბასკონიამ“ თებერვალში სულ 2 შეხვედრა ჩაატარა. „უნიკახასთან” თოკომ 15 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. „ობრადორიოსთან“ მოგებულ მატჩში კი შენგელიამ 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა დააგროვა.

თორნიკე ესპანეთის „ლიგა ენდესას“ თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ დაასახელეს. პირველად, ეს, 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.