„შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო“ - ლებრონმა კობის უპასუხა
„შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო“ - ლებრონმა კობის უპასუხა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი გამოეხმაურა NBA-ის ყოფილი ვარსკვლავის, კობი ბრაიანტის შენიშვნას იმის თაობაზე, რომ ლებრონი კალიფორნიულ კლუბში „ძალიან ბევრს აკეთებს“.

„მინდა ვთქვა, რომ მეჯიქ ჯონსონმა და კობი ბრაიანტმა იციან, ვინ ვარ მე. მეც ვიცი, ვინ ვარ. მათ იციან, რას მიიღებენ ჩემგან. თქვენ იცით, რას ვაკეთებ ყოველ მატჩში. შემიძლია თუ არა კარგად ვითამაშო ყოველ შეხვედრაში? არა, მაგრამ თქვენ მე მიცნობთ. როცა დადგება მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, თქვენ იცით, ვინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას. ამ დღეებში მკითხეს: „გრძნობ თუ არა თავს უკეთ მას შემდეგ, რაც 40-ის ნაცვლად, 30 წუთი ითამაშე?“ არა. მე მთელი წელი ვმუშაობ, რათა სრული სეზონის განმავლობაში ფორმის მწვერვალზე ვიყო. მე არ ვჩერდები. მე შემიძლია ყველაფერი გავაკეთო“, – აღნიშნა ჯეიმსმა.