შეკრების მესამე დღე - კაკაბაძე ნაკრებს შეუერთდა, კვარაცხელია ისევ ინდივიდუალურად ემზადება #1TVSPORT
შეკრების მესამე დღე - კაკაბაძე ნაკრებს შეუერთდა, კვარაცხელია ისევ ინდივიდუალურად ემზადება #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის უკვე 23 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. დღეს ნაკრებს „ტენერიფეს“ ლეგიონერი ოთარ კაკაბაძე შეუერთდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

დღეიდან გუნდთან ერთად იქნება გიორგი აბურჯანიაც. მისმა გუნდმა ესპანურმა „კარტახენამ“ „ლა ლიგა 2“-ში მორიგი ტურის მატჩი „ლუგოსთან“ ჩაატარა და 25 წლის საყრდენი ნახევარმცველი თბილისში ჩამოვა.

კვლავ ინდივიდუალური პროგრამით ემზადება ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც მძიმე ტრავმის შემდეგ მომჯობინება კი მოახერხა, მაგრამ სიფრთხილის გამო საქმეს სარისკოდ არ უხდიან. წინა დღეებში ასეთი შვიდი გამოძახებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ გუნდს უკვე შეუერთდნენ ოთარ კიტეიშვილი, ჯაბა ჯიღაური, ირაკლი აზაროვი, გოგა ჩაბრაძე, ხოლო ბოლო ვარჯიშზე – გურამ კაშია და საბა ლობჟანიძე.

ჯერ გუნდთან ვერ ვარჯიშობს სერგო კუხიანიძე – წყალტუბოს „სამგურალის“ ფეხბურთელი საწვრთნელ პროცესს 27 მაისიდან შეუერთდება.