შეკრების მეორე დღე - ნაკრებს მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე შეუერთდნენ #1TVSPORT
შეკრების მეორე დღე - ნაკრებს მამარდაშვილი და ჩაკვეტაძე შეუერთდნენ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მზადებას აგრძელებს უეფა-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის, რომელიც 2 ივნისს იწყება – „ჯვაროსნები“ 10 დღეში ოთხ შეხვედრას გამართავენ.

საწვრთნელი შეკრების დაწყებიდან მეორე დღეს სავარჯიშო პროცესში კვლავ არასრული შემადგენლობა მონაწილეობდა. მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში 15 ლეგიონერი იყო.

ნაკრებს შეუერთდნენ ევროპულ კლუბში მოთამაშე ლეგიონერები – ესპანეთიდან გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) ჩამოვიდა, პოლონეთიდან – ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) და ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), ხოლო გერმანიიდან – გიორგი ჩაკვეტაძე (ჰამბურგი).

ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარჯიშს 26 მაისს დაიწყებენ ეროვნული ლიგის ის ფეხბურთელები, რომლებმაც საკლუბო მატჩები 25 მაისს ჩაატარეს. საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით 29 მაისს შეიკრიბება.

დატოვე კომენტარი