შეკრება იაკობიძის გარეშე - „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს ოპერაცია ჩაუტარდა #1TVSPORT
შეკრება იაკობიძის გარეშე - „ლოკომოტივის“ თავდამსხმელს ოპერაცია ჩაუტარდა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივი“ საზაფხულო შეკრებას საგურამოში გაივლის და ამ პერიოდში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარება გიორგი იაკობიძე, რომელიც ტრავმირებვულია და მოედანს მხოლოდ ახალი სეზონიდან დაუბრუნდება.

„თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა, გიორგი იაკობიძემ წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია გაიკეთა და მიმდინარე სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. მალე გამოჯანმრთელდი, ჩვენ შენს გვერდით ვართ“, – წერია „ლოკომოტივის“ ოფიციალურ განცახდებაში.

გიორგი იაკობიძე „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილია. 21 წლის თავდამსხმელი მთავარ გუნდში 2019 წლიდან გამოჩნდა, ძირითად შემადგენლობაში კი ადგილი გასული წლიდან დაიმკვიდრა. მიმდინარე სეზონში იაკობიძემ ეროვნულ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ახალგაზრდა თავდამსხმელი იყო 17-წლამდელთა ნაკრების წევრი და ახალგარზდული ნაკრების მოქმედი წევრი. transfermarkt მის სატრანსფერო ფასს 100 ათას ევროდ აფასებს.