შეკრება დასრულდა - „შუქურა“ საქართველოში ბრუნდება #1TVSPORT
შეკრება დასრულდა - „შუქურა“ საქართველოში ბრუნდება #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურამ“ თურქული შეკრების მეოთხე ამხანაგური შეხვედრა გამართა – რევაზ გოციორიძის გუნდი უკრაინის პრემიერლიგის ხარკოვის „მეტალისტს“ დაუპირისპირდა და დამარცხდა 1:3.

მანამდე ხარკოველები ეკრებაზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდნენ და ეს მატჩი მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს. ქობულეთელებმა კი თურქეთში გამართული სამი ამხანაგური შეხვედრიდან ორი მატჩი წააგეს – ჩეხეთის „ვიშკოვთან” (1:2) და უკრაინის „ლვივთან“ (0:1), ხოლო „დორდოისთან“ 3:1 მოიგეს.

თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩში ქობულეთის „შუქურადან“ ხარკოველებს გოლი ზურაბ მუსელიანმა გაუტანა. ის შეკრებაზე გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა – ქობულეთელების 5 გოლიდან 3 მის ანგარიშზეა.

გუნდი დღეს ქობულეთში დაბრუნდება და სეზონისთვის მზადების დარჩენილ ნაწილს საქართველოში გააგრძელებს. „შუქურა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას ისახავს მიზნად და ახალი სეზონისთვის ბევრი მოთამაშე დაიმატა – ლუკა ხარატიშვილი, მიხეილ ავალიანი, კახა მეშველიანი, ალეკო ჩაკვეტაძე, რომან ჩაჩუა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი ჯანელიძე, ირაკლი ლექვთაძე.

ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონის პირველ შეხვედრას „შუქურა“ 1-ელ მარტს გამართავს – ქობულეთელები პირველ ტურში „რუსთავს“ უმასპინძლებენ.