შეხვედრები უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეებთან #1TVSPORT
შეხვედრები უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეებთან #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მოხალისეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა – ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.

უეფა ტურნირებზე მოხალისეებს მნიშვნელოვანი როლს ანიჭებს. ამიტომ, ყველა მნიშვნელოვანი ტურნირისთვის მათი შერჩევა და მომზადება მიმდინარეობს. სფფ-ს წარომადგენლები მოხალისეებს ტურნირის მასპინძელ სტადიონებზე შეხვდნენ და სტადიონების დათვალიერების შემდეგ, მატჩებთან დაკავშირებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მოხალისეთა შერჩევა 18 იანვრიდან 10 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. ჩემპიონატისთვის სამასამდე მოხალისე შეირჩა. მოხალისეობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ მოხალისეთა სარეზერვო სიაში.

2023 წელს საქართველო უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად მასპინძლობს. ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება, ფინალური მატჩი კი „ბათუმი არენაზე“ გაიმართება.