შეხვედრა რონალდინიოსთან და სტოიჩკოვთან - შოთა არველაძემ მსოფლიო ნაკრებში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
შეხვედრა რონალდინიოსთან და სტოიჩკოვთან - შოთა არველაძემ მსოფლიო ნაკრებში დუბლი შეასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ დიეგო მარადონას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძეც იყო მიწვეული. შოთამ მსოფლიო ნაკრებში, დიეგო მარადონას მეგობრებისაგან დაკომპლექტებული გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და დუბლი შეასრულა. მან ორივე გოლი ბულგარეთის ნაკრების და „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავის, ხრისტო სტოიჩკოვის გადაცემებით გაიტანა. შეხვედრა მარადონას მეგობრების გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:3.

შოთამ სოციალურ ქსელში რონალდინიოსთან ფოტო და ხრისტო სტოიჩკოვთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა – არველაძე „ბარსელონას“ ბულგარელ ვარსკვლავს გიორგი ქინქლაძესთან ერთად შეხვდა.

Weplayforpeace-ს ინიციატივით გამართულ მატჩში ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო – სათამაშოდ მიიწვიეს ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო ამელია, სებასტიან ფრეი, ფაბიო კანავარო, ლუიჯი დი ბიაჯო, კრისტიან ძაკარდო, ერიკ აბიდალი, ანტონიო ბენარივო, ჯანლუიჯი ძამბროტა, პაბლო ზაბალეტა, უგო ალმეიდა, ბრუნო ალვეში, რობერ პირესი, ანდრეი ვორონინი, მიროსლავ კლოზე, ივან რაკიტიჩი, მიკოლა ლეგროტალიე, დიეგო პეროტი, სიმონე პეროტა, ვიჩენცო იაკუინტა, ვინსენტ კანდელა, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, კლაუდიო კანიჯა