შეხვედრა ქალთა ლიგის კლუბების მწვრთნელებთან - ირის ანტმანი პრობლემებს გაეცნო #1TVSPORT
შეხვედრა ქალთა ლიგის კლუბების მწვრთნელებთან - ირის ანტმანი პრობლემებს გაეცნო #1TVSPORT

ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირის ანტმანი სასტუმრო „მოხალისეში“ ქალთა უმაღლესი ლიგისა და ლიგა 2-ის მწვრთნელებს შეხვდა – ინფორმაციას ფეხბურთს ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის მთავარი მიზანი მწვრთნელებს შორის გამოცდილების გაზიარება და საერთო ხედვის ჩამოყალიბება იყო. შეხვედრის მიმდინარეობისას ანტმანმა კლუბების მწვრთნელებს საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვა გაუზიარა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარებისთვის ცოდნის გაზიარება, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალშიც იგეგმება და რეგულარულ სახეს მიიღებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნული ნაკრების, არამედ საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარება, ამისთვის აუცილებელია ცოდნის გაზიარება. მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების მოწყობა და ერთმანეთთან ურთიერთობა. გუნდებს პრობლემები აქვთ და ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ მათი მოგვარება.

ეროვნული გუნდები და ეროვნული ჩემპიონატი ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. მნიშვნელოვანია შემდეგი მიმართულებების განვითარება: ფიზიკური მომზადება, მენტალიტეტი, მიდგომა და მედიცინა, ისევე როგორც ტექნიკური ასპექტი. თუკი ყველა გუნდი ერთად იმოქმედებს, მოთამაშეები ნაკრებს უკეთეს ფორმაში შეუერთდებიან და უკეთესი ფეხბურთელებიც გახდებიან, ჩემპიონატის დონე კი ამაღლდება“, – ამბობს ირის ანტმანი.