„შეხვედრა გადადებულია“ - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ევრომონაწილეების გარეშე განახლდება
„შეხვედრა გადადებულია“ - „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ ევრომონაწილეების გარეშე განახლდება

4 აგვისტოს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ სეზონი ერთთვიანი პაუზის შემდეგ განახლდება, მაგრამ ევროტურნირების მონაწილე ქართული გუნდები ამ შეხვედრებს გამოტოვებენ.

„საბურთალოს“, თბილისის „დინამოსა“ და საჩხერეს „ჩიხურას“ ევროტურნირებზე მონაწილეობის გაგრძელების პერსპექტივა აქვთ და აქედან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა გუნდების მდგომარეობა გაითვალისწინა.

„შეხვედრა გადადებულია“ – ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული ლიგის კალენდრის სამი მატჩზე ასეა მითითებული. კვირას, 4 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრას გასვლაზე „რუსთავთან“ „ჩიხურა“ აღარ ჩაატარებს, ხოლო „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ აღარ უმასპინძლებს.

ამ დღეს თბილისის „დინამო“ „ლოკომოტივს“ ესტუმრება, თუმცა „დინამოს“ მატჩი „საბურთალოსთან“ გადაიდო, რომელიც 11 აგვისტოს დაიგეგმა. ამ შეხვედრების ჩატარების თარიღი ჯერ უცნობია.