შეიარაღებულმა პირებმა გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლში გაძარცვეს #1TVSPORT
შეიარაღებულმა პირებმა გიორგი მიქაუტაძე საკუთარ სახლში გაძარცვეს #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძე ყაჩაღობის მსხვერპლი გახდა, საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ ფეხბურთელი საკუთარ სახლში გაძარცვეს – ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

„პირველ დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში „ნიცასთან“ მატჩის შემდეგ „ლიონის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძარცვის მსხვერპლი გახდა. ორი შეიარაღებული პირი მას სახლთან ელოდებოდა და იარაღით მუქარის ქვეშ, მაგრამ ძალადობის გარეშე, აიძულეს, ისინი სახლში შეეშვა. მძარცველებმა, დაახლოებით, 250 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს.

ლიონის პოლიციამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო, თუმცა დამნაშავეებმა გაქცევა მოახერხეს და მათი დაკავება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ეს კიდევ ერთი შემთხვევაა, რომელიც წარსულს გვაგონებს. რამდენიმე ხნის წინ დანაშაულის მსხვერპლი ნიკოლას ტალიაფიკო და დეიან ლოვრენი გახდნენ“, – წერს გამოცემა foot01.