შეიარაღებული რაჟონ რონდო შვილების თანდასწრებით ყოფილ შეყვარებულს მკვლელობით დაემუქრა #1TVSPORT
შეიარაღებული რაჟონ რონდო შვილების თანდასწრებით ყოფილ შეყვარებულს მკვლელობით დაემუქრა #1TVSPORT

NBA-ის 2008 წლის ჩემპიონს, „კლივლენდის“ გამთამაშებელ რაჟონ რონდოს ბრალად ედება ყოფილი შეყვარებულის წინააღმდეგ მკვლელობის მცდელობა, – ამის შესახებ იტყობინება TMZ Sports.

ეშლი ბეჩელორმა, რომელსაც რონდოსგან ორი შვილი ჰყავს, პირადი დაცვა მოითხოვა.

ყველაფერი ჩხუბის შემდეგ მოხდა, როცა რონდო და მისი ვაჟი ვიდეოთამაშებს თამაშობენ. ეშლიმ შვილს რაღაც დაავალა, რის შემდეგაც კალათბურთელი გაცხარდა და გარშემო ყველაფერი დაამსხვრია. ბავშვების თანდასწრებით რონდო ეშლის მკვლელობით დაემუქრა, რის შემდეგაც სახლიდან გავარდა.

15 წუთის შემდეგ ის პისტოლეტით დაბრუნდა და კარსა და ფანჯარაზე კაკუნი დაიწყო. ის მოითხოვდა, რომ ეშლის ვაჟი გარეთ გამოეყვანა. ქალმა თხოვნა შეასრულა, რის შემდეგაც, რაჟონმა თავის ქალიშვილზეც იგივე მოითხოვა.

მალე ინციდენტის ადგილას რონდოს მშობლები მივიდნენ და კალათბურთელის დაწყნარება სცადეს. ბოლოს რონდო იქაურობას გაეცალა.

სასამართლომ დააკმაყოფილა ბეჩელორის თხოვნა და მას დაცვა გამოუყო.