შეი გილჯეს-ალექსანდერი 2024-25 წლების სეზონის MVP გახდა #1TVSPORT
შეი გილჯეს-ალექსანდერი 2024-25 წლების სეზონის MVP გახდა #1TVSPORT

„ოკლაჰომას“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი 2024-25 წლების სეზონის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა. კანადელმა კალათბურთელმა გაუსწრო ნიკოლა იოკიჩსა (დენვერი) და იანის ანტენტოკუნმპოს (მილუოკი).

გილჯეს-ალექსანდერმა რეგულარული ჩემპიონატი 32.7 ქულით (51,9% თამაშიდან, 37,5% სამქულიანები, 89,8% საჯარიმოები), 5,0 მოხსნით, 6,4 შედეგიანი გადაცემით, 1,7 ჩაჭრითა და 1,0 დაფარებით დაასრულა. ის ლიგის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა.

„ოკლაჰომამ“ დასავლეთი კონფერენციის ჩემპიონობა მოიპოვა 68 მოგებითა და 14 წაგებით. გუნდი გასულია დასავლეთის ფინალში და უგებს სერიას „მინესოტას“ 1:0.

26 წლის გილჯეს-ალექსანდერი MVP-ს მესამე მფლობელია კლუბის ისტორიაში. მანამდე საუკეთესოდ დასახელდნენ კევინ დურანტი (2014) და რასელ უესტბრუკი (2017).