„შეფილდ უენსდეი“ „ნიუკასლ უნაიტედს“ პრემიერლიგაში უჩივის
„შეფილდ უენსდეი“ „ნიუკასლ უნაიტედს“ პრემიერლიგაში უჩივის

„შეფილდ უენსდეი“ პრემიერლიგაში უჩივის „ნიუკასლ იუნაიტედს“, რისი მიზეზიც ამ უკანასკნელის მთავარ მწვრთნელად 58 წლის სტივ ბრიუსის დანიშვნა გახდა.

ირკვევა, რომ ბრიუსი „უენსდეის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 21 ივლისს გადადგა და „ნიუკასლთან“ სამწლიან კონტრაქტს ხელი ამ მომენტიდან 48 საათში მოაწერა. თუმცა, იორკშირულ გუნდში აცხადებენ, რომ კლუბებს შორის რამდენიმე იურიდიული საკითხი დარჩა მოსაგვარებელი.

„17 ივლისს „ნიუკასლ იუნაიტედის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით სტივ ბრიუსი, სტივ ეგნიუ და სტივენ კლემენსი ამ გუნდის მწვრთნელებად დაინიშნენ. ამასთან დაკავშირებით, „შეფილდ უენსდეი“ აცხადებს, რომ უკვე შეატყობინა პრემიერლიგას და სანამ გამოძიება დასრულდება, ამ თემაზე კომენტარებს აღარ გააკეთებს“, – ნათქვამია შეფილდ უენსდეის ოფიციალურ განცხადებაში.

„მანჩესტერ იუნეიტედის“ ყოფილი მცველი სტივ ბრიუსი „შეფილდ უენსდეის“ სათავეში მიმდინარე წლის თებერვალში ჩაუდგა და მას შემდეგ გუნდმა 18 მატჩიდან მხოლოდ სამი წააგო, სეზონი კი მე-12 ადგილზე დაასრულა.