„შეფილდ იუნაიტედმა“ რიბერის კონტრაქტი შესთავაზა
„შეფილდ იუნაიტედმა“ რიბერის კონტრაქტი შესთავაზა

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს, – წერს „თოქ სპორტი“. 36 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას პრემიერლიგის დებიუტანტი, „შეფილდ იუნაიტედი“ გამოხატავს. კერძოდ, ინგლისური კლუბი მზად არის, ვეტერანს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.

რიბერი „ბაიერნის“ რიგებში 12 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და კლუბი ამ ზაფხულს დატოვა. საერთო ჯამში, მან მიუნხენელებისთვის 400 მატჩი ითამაშა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.