შედეგი არც ერთ გუნდს არ აწყობდა - „თელავმა“ „ლოკომოტივთან“ მოგების შანსი ვერ გამოიყენა #1TVSPORT
შედეგი არც ერთ გუნდს არ აწყობდა - „თელავმა“ „ლოკომოტივთან“ მოგების შანსი ვერ გამოიყენა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 28-ე ტური „კავკასიონი არენაზე“ აუტსაიდერების შეხვედრით დასრულდა – „თელავმა“ შინ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მოგების შესანიშნავი შანსი ჰქონდა, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 0:0.

შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. თუმცა, მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე „თელავს“ გატანა შეეძლო. თბილისელთა ფეხბურთელმა ბიძინა მახარობლიძემ საჯარიმოში ცოტნე კაპანაძე წააქცია და „ლოკომოტივის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად კაპანაძემ შეასრულა, მაგრამ მატჩის გმირი მის ნაცვლად სტუმართა მეკარე ოთო გოშაძე გახდა, რომელმაც ბურთი მოიგერია და გუნდს ქულა მოუტანა – 0:0.

ეს შედეგი არც ერთ გუნდს არ აწყობდა. „თელავმა“ 30 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილი შეინარჩუნა, მაგრამ ბოლნისის „სიონს“ (28) ტურის მატჩის მოგებით გადაასწრებს.

თუმცა, ბოლნისელებს ტურში ურთულესი მეტოქე ჰყავთ – მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“. „ლოკომოტივმა“ კი 7 ქულა დააგროვა, მაგრამ მოგება სჭირდებოდა და ფაქტობრივად, ლიგიდან გავარდნა გაიფორმა.

28-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა ხვალ გაიმართება. ტურის მატჩი ზესტაფონში შედგება, სადაც მესამეადგილოსანი ქუთაისის „ტორპედო“ ქართულ „კლასიკოშიმეორეადგილოსან „დინამო თბილისს“ უმასპინძლებს.

28-ე ტური

კვირა, 2 ოქტომბერი

ტორპედო – დინამო თბ

15:30  დავით აბაშიძე – ზესტაფონი

სიონი – დინამო ბთ

15:30. თამაზ სტეფანია – ბოლნისი