შეადგინეს ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელების ტოპ-ათეული
შეადგინეს ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელების ტოპ-ათეული

ესპანურმა გამოცემა AS-მა წარმოადგინა მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელების რეიტინგი, რომელთა ასაკი 45 წელს არ აღემატება.

პირველ ადგილზე აღმოჩნდა „ლაიპციგის“ დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი. მისი ხელმძღვანელობით, გერმანული კლუბი შარშან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა.

სრულად პერსპექტიული მწვრთნელების რეიტინგის TOP10 ასე გამოიყურება:

  1. იულიან ნაგელსმანი – ლაიპციგი
  2. რუბენ ამორიმი – სპორტინგი
  3. დომენიკო ტედესკო – სპარტაკი
  4. მიკელ არტეტა – არსენალი
  5. დიეგო მარტინესი – გრანადა
  6. ჟულიენ სტეფანი – რენი
  7. რობერტო დე ძერბი – სასუოლო
  8. ჯენარო გატუზო – ნაპოლი
  9. მარკო როზე – გლადბახი

10. სიმონე ინძაგი – ლაციო