შეადგინეს ყველაზე ძვირადღირებული 21-წლამდელების სიმბოლური ნაკრები
შეადგინეს ყველაზე ძვირადღირებული 21-წლამდელების სიმბოლური ნაკრები

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ“ სიმბოლური ნაკრები შეადგინა 21-წლამდე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელებისგან.

გუნდში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები არიან “დორტმუნდის” შემტევები – ჯეიდონ სანჩო და ერლინგ ჰალანდი, აგრეთვე, „ატლეტიკოს“ შემტევი ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი. თითოეული შეფასებულია 100 მილიონ ევროდ.

სიმბოლური ნაკრების 11 მოთამაშის საერთო ღირებულებამ 800 მილიონი ევრო შეადგინა.

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი, 60 მლნ);

მცველები – რის ჯეიმსი (ჩელსი, 35 მლნ), მატეის დე ლიგტი (იუვენტუსი, 75 მლნ), ალესანდრო ბასტონი (ინტერი, 50 მლნ), ალფონსო დევისი (ბაიერნი, 80 მლნ);

ნახევარმცველები – ედუარდო კამავინგა (რენი, 60 მლნ), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი, 60 მლნ), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო, 100 მლნ);

ფორვარდები – ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი, 100 მლნ), ანსუ ფატი (ბარსელონა, 80 მლნ), ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი, 100 მლნ).