შეადგინეს „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, მესი არ არის მთავარი ფავორიტი
შეადგინეს „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, მესი არ არის მთავარი ფავორიტი

ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა „გოლმა“ შეადგინა ფეხბურთელთა რეიტინგი, რომლებსაც 2020 წელს „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ. სიას სათავეში უდგა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 46 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცისთვის“ ბრძოლაშიც ლიდერობს.

პოლონელის შემდეგ მოდიან ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო, სრულად ტოპ-ათეული კი ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

2. ლიონელ მესი (ბარსელონა)

3. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)

4. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

5. თომას მიულერი (ბაიერნი)

6. ნეიმარი (პსჟ)

7. ერლინგ ჰალანდი (დორტმუნდი)

8. კილიან მბაპე (პსჟ)

9. ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი)

10. სერჟ გნაბრი (ბაიერნი)