შეადგინეს ათწლეულის ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი
შეადგინეს ათწლეულის ყველაზე ცუდი ტრანსფერების რეიტინგი

ცნობილმა პორტალმა Givemesport-მა შეადგინა ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი ტრანსფერების საკუთარი რეიტინგი. სიის შედგენისას გათვალისწინებული იყო: მოლიდინი ტრანსფერისგან, ფულადი დანახარჯი და ფეხბურთელის საბოლოო შედეგები ახალ გუნდში.

რეიტინგს სათავეში ჩაუდგა ჩილელი ალექსის სანჩესი, რომელიც 2018 წელს გადავიდა „არსენალიდან” „მანჩესტერ იუნაიტედში”. მისმა ხელფასმა ახალ გუნდში კვირაში 500 ათასი ფუნტი შეადგინა. სულ ფორვარდმა „იუნაიტედში” 45 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ხუთი გოლი გაიტანა.

ათწლეულის ყველაზე ცუდი ტრანსფერების ტოპ-ათეულს ასეთი სახე აქვს:

1. ალექსის სანჩესი – არსენალიდან მანჩესტერ იუნაიტედში – 2018 წელი – გაცვლა

2. ფილიპე კოუტინიო – ლივერპულიდან ბარსელონაში – 2018 – 102 მლნ ფუნტი

3. ანხელ დი მარია – რეალიდან მანჩესტერ იუნაიტედში – 2014 – 59.7 მლნ

4. ლეონარდო ბონუჩი – იუვენტუსიდან მილანში – 2017 – 35 მლნ

5. დანიელ დრინკოუტერი – ლესტერიდან ჩელსიში – 2017 – 35 მლნ

6. ბებე – ვიტორიადან მანჩესტერ იუნაიტედში – 2010 – 7.4 მლნ

7. ნეიმარი – ბარსელონადან პარი სენ-ჟერმენში – 2017 – 189 მლნ

8. ტომა ლემარი – მონაკოდან ატლეტიკოში – 2018 – 51 მლნ

9. მემფის დეპაი – ეინდჰოვენიდან მანჩესტერ იუნაიტედში – 2015 – 31 მლნ

10. პაკო ალკასერი – ვალენსიადან ბარსელონაში – 2016 – 25.58 მლნ