შეადგინეს პეპ გვარდიოლას კარიერის სიმბოლური ნაკრები

10:30, 05.04.2020

ინდივიდუალური რეიტინგებისა და სტატისტიკის მიხედვით, ვებგვერდმა WhoScored შეადგინა „მანჩესტერ სიტის“ ამჟამინდელი დამრიგებელის ხოსეპ გვარდიოლას მთელი სამწვრთნელო კარიერის სიმბოლური ნაკრები. საინტერესოა, რომ ამ სიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია „სიტიდან“ – კევინ დე ბრუინი.

ხოსეპ გვარდიოლას კარიერის სიმბოლურ ნაკრებს ასეთი სახე აქვს:

მანუელ ნოიერი, დანი ალვეში, ჟერომ ბოატენგი, ხავიერ მასკერანო, დავიდ ალაბა, არიენ რობენი, ჩავი, კევინ დე ბრუინი, ფრანკ რიბერი, ლიონელ მესი, რობერტ ლევანდოვსკი.

„მანჩესტერ სიტიმდე“ გვარდიოლა „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ავარჯიშებდა.

მსგავსი