შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალი გაიხსნა
შავი ზღვის ოფროუდ ფესტივალი გაიხსნა

აჭარის ოფროუდ ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხარდაჭერით შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ ფესტივალი გაიხსნა, რომელშიც თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ჩამოსული სპორტსმენები მონაწილეობენ.

ფესტივალზე ასევე საქართველოში არსებული ყველა კლუბი ასპარეზობს. შეჯიბრი სამ კატეგორიაში იმართება.

ფესტივალის დასკვნითი ეტაპი 25 აგვისტოს გონიოში გაიმართება.