„შავი ლომისა“ და „პამპასის“ მატჩის დაწყების დრო შეიცვალა - შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება #1TVSPORT
„შავი ლომისა“ და „პამპასის“ მატჩის დაწყების დრო შეიცვალა - შეხვედრა 22:00 საათზე დაიწყება #1TVSPORT

პირველი ქართული პროფესიული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეს მესამე ტესტმატჩს არგენტინული „პამპასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს. შეიცვალა შეხვედრის დაწყების დრო – 22 აპრილის 01:00 საათის ნაცვლად, თამაში თბილისის დროით 21 აპრილს, 22 საათზე დაიწყება.

ამ შეხვედრისთვის „შავი ლომის“ სასტარტო შემადგენლობა ცნობილია.

21 აპრილი. ბუენოს აირესი. 22:00 (თბილისი დრო)

„შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. მირიან მოდებაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა , 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკა პატარაია, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. დათო აბდუშელიშვილი, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19.მიხეილ ბაბუნაშვილი 20. სანდრო მამამთავრიშვილი; 21. გიორგი მარგალიტაძე, 22. თორნიკე კახოიძე, 23. გიორგი ბაბუნაშვილი, 24. თორნიკე აქუბარდია, 25. გიგა ჯულუხაძე.