„შავი ლომი“ რამდენიმე მორაგბემ დატოვა - ჭუმბაძე და ივანიშვილი - ინგლისში, ხოლო მატკავა საფრანგეთში ითამაშებს #TVSPORT
„შავი ლომი“ რამდენიმე მორაგბემ დატოვა - ჭუმბაძე და ივანიშვილი - ინგლისში, ხოლო მატკავა საფრანგეთში ითამაშებს #TVSPORT

ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ რამდენიმე მოთამაშემ დატოვა – ისინი კარიერას უცხოეთში განაგრძობენ.

ინგლისში ითამაშებს „შავი ლომის“ მესამეხაზელი ლუკა ივანიშვილი, რომელიც „ბრისტოლში“ ჩაირიცხა. ამ გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონის რეგულარულ გათამაშება მეოთხე ადგილზე დაასრულა. პლეი ოფის ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონთან, „ბასთან“ დამარცხდა.

ასევე ინგლისში განაგრძობს კარიერას შერკინების პირველხაზელი ბაჩუკი ჭუმბაძე, რომელმაც „ექსტერთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში (PRO D2) ითამაშებს „შავი ლომისა“ და საქართველოს ნაკრების მგეზავი ლუკა მატკავა – მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „ოიონასთან“.

„ოიონამ“ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მე-11 ადგილი დაიკავა. მატკავას გარდა, „ოიონაში“ ვასილ ლობჟანიძე და ვანო კარკაძე თამაშობენ.