შავდათუაშვლმა და ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრები მოიგეს - მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში [ვიდეო] #1TVSPORT
შავდათუაშვლმა და ლიპარტელიანმა პირველი შეხვედრები მოიგეს - მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება.

პირველი შეხვედრები უკვე გამართეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ). ოლიმპიურმა ჩემპიონმა პერუელი ძიუდოისტი გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა, ხოლო ლიპარტელიანმა ჩეხ სპორტსმენს ორი ვაზარით მოუგო.

რამდენიმე წუთში საკუთარ პირველ შეხვედრას გამართავს ნუგზარ ტატალაშვილიც (73), იგი ბელარუს ვადიმ შოკას დაუპირისპირდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი – 19:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.

დატოვე კომენტარი