შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს პირველი გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ).

მეორე ეტაპის შეხვედრაში ქართველმა ჩეხი პოჩოპი დაამარცხა და მერვედფინალში იტალიელ გაბრიელე სულისთან იჭიდავებს.

პირველი წრის დაპირისპირებებში წარმატებულად იასპარეზეს კოტე კაპანაძემ (73 კგ) და ლევან გუგავამ (81 კგ), ისინი 1/16-ფინალში გავიდნენ.

დღეს გამომსვლელი ძიუდოისტებიდან ტურნირს უკვე გამოეთიშნენ მიხეილ ბახბახაშვილი (73 კგ), ნინო გეთიაშვილი (63 კგ) და რეგინა უთნელიშვილი (70კგ).

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.

25 მარტი
10:00 – წინასწარი შეხვედრები
17:00 – ფინალური ბლოკი