შავდათუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე დღეს მედლებისთვის ორი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) იბრძოლებენ.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული პირველ ეტაპზე ისვენებდა, მე-2 წრეში კი შვეიცარიელ ნილს სტამპს შეხვდა და მეტოქე დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

რამდენიმე წუთში ეთერ ლიპარტელიანი პირველ შეხვედრას სერბ მარისა პერიშიჩთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდ არის.