შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მედლების მოპოვებას სამი ქართველი შეეცდება.

73 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლის მფლობელმა ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში გერმანელი ანტონი ზინგი დამატებით დროში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა.

დღესვე 81 კგ-ში ახალგაზრდა ძიუდოისტები – ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვლენ. შეგახსენებთ, რომ ტურნირზე გუშინ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ლუხუმ ჩხვიმიანი, ეთერ ლიპარტელიანი და ტატიანა ლევიცკა-შუკვანი ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ გათამაშებას, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი