შავდათუაშვილმა ელბასი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
შავდათუაშვილმა ელბასი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს სამი ქართველი გამოვიდა, საიდანაც მედლისთვის ბრძოლას მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) განაგრძობს.

ლაშამ მეორე შეხვედრაში ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და 1/4 ფინალში გასასვლელად ისრაელის წარმომადგენელ ელბასს შეხვდა, ჯერ ვაზარი მოიპოვა, ბოლო წამებზე კი მეტიქეს მომგუდავი ილეთი გაუკეთა და ელბასი დანებდა. ლაშა 1/4 ფინალში უნგრელ უნგვარს დაუპირისპიდება.

ნუგზარ ტატალაშვილმა (73) ყველასათვის მოულოდნელად რუმინელ ძიუდოსტთან დათმო ორთაბრძოლა და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.

ასევე ადრეულ ეტაპზე დაასრულა ტურნირი ეთერ ლიპარტელიანმაც (57კგ). მან მესამე წრეში დიდი ბრძოლა გაუმართა იაპონელ ტამაოკის, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყო,ფინალური ბლოკი კი – 19:00 გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა.