შავდათუაშვილმა და ტატალაშვილმა პირველ ორთაბრძოლებში გაიმარჯვეს
შავდათუაშვილმა და ტატალაშვილმა პირველ ორთაბრძოლებში გაიმარჯვეს

თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი ჭიდაობს. 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ორივე სპორტსმენმა – ლაშა შავდათუაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა პირველ შეხვედრებში გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

სამწუხაროდ, 81 კგ-ში ლუკა მაისურაძე და ვლადიმერ ახალკაცი პირველივე დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს დაემშვიდობნენ.

წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.